
ერთი მოპედითა და ჩანთით დაწყებული ბიზნესი თელავში, რომელიც მთელმა ქალაქმა შეიყვარა
ხშირად გვსმენია, რომ ბიზნესის წარმატებას საქმისადმი სიყვარული განაპირობებს. სწორედ ეს ფაქტორი გახდა წარმატების საწინდარი ახლადშექმნილი კომპანიისა, რომელიც თელაველებს გაეცნო სახელით - „თელივერი“ და თავი შეაყვარა მათ ყოველდღიური დაუზარელი შრომითა და კეთილგანწყობით.
პანდემიის გამო გადაადგილების შეზღუდვამ უამრავ ადამიანს დისკომფორტი შეუქმნა და გაჩნდა საჭიროება ისეთი მომსახურების, რომელიც ობიექტებსა და მომხმარებლებს ერთმანეთს დააკავშირებდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კომპანია ,,თელივერი“. ,,თელივერი“ ეხმარება ადგილობრივ ბიზნესს რეალიზაციის შენარჩუნებასა და ფუნქციონირებაში, ხოლო მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სასურველი პროდუქცია მიიღონ ადგილზე სახლიდან გაუსვლელად.
„სტარტი" წარმატებული იყო. შეიქმნა დიდი მოთხოვნა მიტანის სერვისზე. შემოდიოდა …